სესხის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის კოორდინატორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას სესხის კოორდინატორის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტისათვის ავტო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** კლიენტისათვის განაცხადის ფორმის შევსება;
** სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
** კლიენტის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება/მონაცემების ამოღება;
** ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებ-გვერდებზე გადამოწმება;
** ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესრულება;
** არსებული კლიენტების მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტო-დაკრედიტების/საკრედიტო/გაყიდვების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სისხარტე მუშაობაში;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); კლიენტების მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით (3x4), შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 2017 წლის 28 სექტემბრისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "თბილისი - სესხის კოორდინატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე