მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს.

2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 99 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში. დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები: ასაკი: 18-40 წლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის კონსულტაცია;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის განლაგება, დალაგება;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** თაროების მოწესრიგება;
** სისუფთავეზე ზრუნვა.

ზოგადი პირობები:

** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** უნიკალური და მოქნილი სახელფასო სისტემა:

- ცვლის ფიქსირებული ანაზღაურება;
- მზარდი ხელფასი სტაჟის მიხედვით;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, აღნიშნულ ბმულზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://www.orinabiji.ge/CV/ ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე : ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე