რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
სს "თიბისი ლიზინგი" არის სს "თიბისი ბანკის" მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ლიდერი სალიზინგო კომპანია. ჩვენი პარტნიორები არიან მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა დახმარებითაც კომპანია ლიზინგით აფინანსებს დიდ და საშუალო კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის ჯანდაცვის, სამშენებლო, მომსახურებასა და სატრანპორტო სფეროში.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანიას რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში ბიზნეს დაკრედიტების ან საკრედიტო რისკების მიმართულებით
** საკრედიტო რისკების იდენტიფიკაციის და მართვის პრინციპების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ფინანსური ანალიზისა და ბუღალტერიის ზოგადი პრინციპების ცოდნა

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდთან მუშაობის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების განხილვა, შეფასება, ანალიზი და ხარისხის კონტროლი
** საკრედიტო დასკვნის მომზადება
** კლიენტებთან ვიზიტი და პროექტში მოცემული მონაცემების კონტროლი
** ცალკეული სესხების და მთლიანი საკრედიტო პორტფელის საკრედიტო რისკების შეფასება და ანალიზი
** ინდუსტრიული და მაკროეკონომიკური ანალიზის წარმოება
** სხვა საკრედიტო რისკების მინიმიზაციასთან/მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა
** მონაცემების სტატისტიკური ანალიზი და მოდელირება (სასესხო და ქცევითი სკორინგის მოდელირება, საკრედიტო პოლიტიკის წესები) გადაწყვეტილების სქემის აგება
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე