ინგლისური და რუსული ენის სასერტიფიკატო კურსები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინგლისური და რუსული ენის სასერტიფიკატო კურსები
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 სექ / განახლდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
"ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას ინგლისური და რუსული ენის სხვადასხვა დონის სასერთიფიკატო კომპლექსურ კურსებზე.

უცხო ენების სხვადასხვა დონის და მიმართულების კურსები ორიენტირებულია ნებისმიერი მსურველისთვის; ფიზიკური და კორპორატიული მომხმარებლებისთვის, სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის.

1. ინგლისური ენა:

General English - ზოგადი ინგლისურის სწავლების ექვსი საფესური:

** Starter
** Elementary
** Pre-intermediate
** Intermediate
** Upper Intermediate
** Advanced

სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით და უახლესი სახელმძღვანელოებით. კურსი მოიცავს წერის, კითხვის, მეტყველების და მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას, დახვეწას და სრულყოფას. დიდი ყურადღება ეთმობა გრამატიკის და ლექსიკის შესწავლას. მეცადინეობისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული მასალა, სტატიები აქტუალურ თემებზე, ფილმები, ტესტები, ვიდეო, აუდიო და ონლაინ მასალა.

ღირებულება:

** Starter - ჯგუფში 2 - 5 კაცი - 80 ლარი. ინდივიდუალურად: 110 ლარი.
** Elementary -ჯგუფში 2 - 5 კაცი - 90 ლარი. ინდივიდუალურად:120 ლარი.
** pre-intermediate - ჯგუფში 2 - 5 კაცი - 100 ლარი. ინდივიდუალურად:130 ლარი.
** intermediate - ჯგუფში 2 - 5 კაცი - 110 ლარი. ინდივიდუალურად:140 ლარი.
** upper intermediate - ჯგუფში 2 - 5 კაცი - 120 ლარი. ინდივიდუალურად:150 ლარი.
** advenced ჯგუფში - ჯგუფში 2 - 5 კაცი - 130 ლარი. ინდივიდუალურად:160 ლარი.

ლექცია ჩატარდება კვირაში 2- ჯერ.
ლექციის ხანგრძლვობა ჯგუფში:1.30წთ. ინდივიდუალურად: 1სთ.

2. სასაუბრო კურსი - Speaking Course

გთავაზობთ ორთვიან სასაუბრო კურსებს ინგლისურ ენაში.
კურსი გათვალისწინებულია: მათთვის ვინც ფლობს ინგლისურ ენას საშუალო - intermediate დონეზე, მაგრამ უჭირს კომუნიკაცია - გამართული საუბარი.

კურსის შინაარსი: მთელი კურსის მანძილზე ლექციები აგებული იქნება პრაქტიკულ მეცადინეობებზე, მხოლოდ ზეპირი საუბარი ზოგად თემებზე ან მსმენელის პროფესიიდან გამომდინარე საინტერესო და აუცილებელ საკითხებზე.
კურსდამთავრებული დამოუკიდებლად შეძლებს: ინგლისურ ენაზე ყოველგვარი კომპლექსის გარეშე დაამყაროს კომუნიკაცია ნებისმიერ მსმენელთან, სავსებით თავდაჯერებულად და გამართული გრამატიკული ტერმინოლოგიებით.

სწავლის ხანგრძლივობა 2 თვე: თვეში 8 ლექცია - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება: ინდივიდუალურად - 175 ლარი 1სთ.20წთ.-იანი ლექცია.
2-5 კაციან ჯგუფში - 150 ლარი 1სთ 1.40 წთ-იანი ლექცია.

მსმენელთა მიღება მიმდინარეობს შესაბამისი ტესტირების მიხედვით.

3. ინგლისური ენა ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის:

** სრული კურსი მოიცავს 2 თვეს
** კურსი განკუთვნილია მათთვის; ვინც ელემენტარულად იცის ინგლისური ენა.
** კურსი მოიცავს: ყველა იმ აუცილებელი ტერმინოლოგიის შესწავლას, რაც საჭიროა ტურუსტული კომპანიების თანამშრომლებისთვის. ლექციები ტარდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე: მოსმენა, საუბარი, წერა, კითხვა. ვირტუალურად მოხდება ტურისტული კომპანიების თანამშრომლების როლების გათამაშება.

სწავლის ხანგრძლივობა 2 თვე: თვეში 8 ლექცია, კვირაში 2 ჯერ.
სწავლის ღირებულება: ინდივიდუალურად - 175 ლარი 1სთ.20წთ.-იანი ლექცია.
2-5 კაციან ჯგუფში - 150 ლარი 1სთ 1.40 წთ-იანი ლექცია.

აღნიშნული კურსების გავლის შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

2. რუსული ენა;

სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე და აპრობირებული მეთოდებით; სწავლების დროს გამოიყენება რუსული ენის უახლესი სახელმძღვანელოები!

გაითვალისწინეთ: ჩვენი პედაგოგები არიან რუსული ენის ფილოლოგები მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით!

1. ელემენტარული დონე

რუსული ენის ელემენტარული კურსი გათვლილია დამწყები მსმენელებისთვის.
კურსის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებული შესაძლებს ელემენტარულ, სასაუბრო დონეზე ძირითადი ფრაზების და გამონათქვამების გამოყენებას სუბრის წარმოებისთვის.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
ლექციების ინტენსივობა: კვირაში-2 ჯერ - 1სთ.30წთ-იანი ლექცია.
კურსის ღირებულება თვეში - 4 - 5 კაციან ჯგუფში: 80 ლარი.

2. საბაზო დონე

საბაზო დონე გათვლილია მათთვის, ვინც ფლობს რუსულ ენას სასაუბრო დონეზე.
კურსის განმავლობაში შეძლებთ გაიმყაროთ რუსული ენის საბაზო ლექსიკა და გრამატიკული მხარე. საბაზო დონის გავლა მოგცემთ საშუალებას, რომ ისაუბროთ ყოველდღიურ, სოციალურ, კულტურულ და პროფესიონალურ სფეროებში.

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ თავისუფლად საუბარს. მიღებულ ცოდნას გამოიყენებთ, როგორც კარიერული წინსვლისთვის, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებისთვის!

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
ლექციების ინტენსივობა: კვირაში -2 ჯერ - 1სთ.30წთ-იანი ლექცია.
კურსის ღირებულება თვეში - 4 - 5 კაციან ჯგუფში: 90 ლარი.

3. სპეციალიზირებული კურსები

შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე!
შემუშავებულია მათთვის, ვინც საკმაოდ კარგად იცის რუსული ენა. კურსის დანიშნულებაა რთული გრამატიკული მხარის შესწავლა, ლექსიკის მარაგის გაზრდა სხვადასხვა თემატიკის ტექსტების გამოყენებით და პუბლიკაციური სტატიების ჩათვლით.

კურსის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს თავისუფლად საუბარს რუსულ ენაზე.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
ლექციების ინტენსივობა: კვირაში-2 ჯერ - 1სთ.30წთ-იანი ლექცია.
კურსის ღირებულება თვეში - 4 -5 კაციან ჯგუფში: 100 ლარი.

4. რუსული ენის დაჩქარებული - ექსპრეს კურსი!

კურსი გათვლილია მათთვის, ვინც ფლობს რუსულ ენას საშუალო დონეზე.

კურსის ხანგრძლივობა: 2 - 3 თვე.
ლექციების ინტენსივობა: კვირაში - 2 ჯერ - 1სთ.40 წთ-იანი ლექცია.
კურსის ღირებულება თვეში - 4 - 5 კაციან ჯგუფში: 150 ლარი.

5. რუსული ენა ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის!

** სრული კურსი მოიცავს 2 თვეს
** კურსი განკუთვნილია მათთვის; ვინც ელემენტარულად იცის ინგლისური ენა.
** კურსი მოიცავს: ყველა იმ აუცილებელი ტერმინოლოგიის შესწავლას, რაც საჭიროა ტურუსტული კომპანიების თანამშრომლებისთვის. ლექციები ტარდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე: მოსმენა, საუბარი, წერა, კითხვა. ვირტუალურად მოხდება ტურისტული კომპანიების თანამშრომლების როლების გათამაშება.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე; თვეში 8 ლექცია; კვირაში 2 ჯერ.
კურსის ღირებულება; 4-5 კაციან ჯგუფში - 150 ლარი 1სთ.40 წთ-იანი ლექცია.

5. რუსული ენა აბიტურიენტებისთვის!

კურსი განკუთვნილია სპეციალურად აბიტურიენტებისთვის. ჩვენი სტუდენტები გაივლიან სრულად საგამოცდო პროგრამას, რაც არის გათვალისწინებული საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

კურსის ღირებულება: 120 ლარი თვეში - 4 - 5 კაციან ჯგუფში; 1სთ.40 წთ-იანი ლექცია.

აღნიშნული კურსების გავლის შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

გაითვალისწინეთ "ინტელექტ ცენტრს" მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება გააჩნია!
ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები.
(იხილეთ ბმული: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)

კორპორატიული მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება: კორპორატიულ პირებს გთავაზობთ; კადრების მომზადებას, როგორც ჩვენს ტრენინგ ცენტრში, ასევე 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში ჩვენი ტრენერი გეწვევათ თქვენს კომპანიაში! სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა და მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 17 წლიან გამოცდილებას!

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე