პროექტების მენეჯერი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების მენეჯერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: კონსალტინგის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
"კონსალტინგის ინსტიტუტი" აცხადებს 2 კვირიან სტაჟირებას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან.

კომპანია სპეციალიზებულია კონსულტირებაზე ბიზნესის მართვის მიმართულებით და ორგანიზაციის ოპტიმიზაციაზე. კომპანიას აქვს შემუშავებული საკუთარი ტექნოლოგიები და თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან.

პროექტების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება
** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება და დანერგვა
** პარტნიორ კომპანიებთან პროექტების მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ასაკი: 22-25 წელი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** რთულ პიროვნებებთან კომუნიკაციის გამართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: jobs@instcons.com და სათაურის ველში მიუთითოთ "სტაჟირება". კანდიდატების შერჩევა მოხდება რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს გელით ჩვენს გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე