ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
"ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. რუსთავი, ქ. მარნეული
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა/სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო, ორგანიზაციებში)
** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (მარნეულის კანდიდატებისთვის).

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გაყიდვების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge არაუგვიანეს 2017 წლის 13 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია: "ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი" და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე