ArcGIS 10.4 - გეოინფორმაციული სისტემების კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ArcGIS 10.4 - გეოინფორმაციული სისტემების კურსი
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ გეოინფორმაციული სისტემების შესწავლას ArcGis 10.4.

კურსი ორიენტირებულია ნებისმიერი მსურველისთვის; ფიზიკური და კორპორატიული მომხმარებლებისთვის, სტუდენტებისთვის!

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში: კადრების მომზადება, შესაძლებელია როგორც ჩვენს ტრენინგ ცენტრში, ასევე 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში ტრენერი გეწვევათ თქვენს კომპანიაში!

გაითვალისწინეთ! ჩვენს მიერ მომზადებულია: ამერიკის საელჩოს, საქნახშირის, თელასის, საჯარო რეესტრის, ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის, საქართველოს რკინიგზის, კავკასუს ონლაინის, იუსტიციის სახლის და სხვა წამყვანი კომპანიის კადრები!

პროგრამა შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე! მსმენელებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ სწავლების აღქმაში და დავალებების შესრულებაში!

სასწავლი პროგრამა:

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა არის კომპიუტერულ რუკებსა და მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც გამოიყენება სივრცეში განთავსებული მონაცემების შეგროვების, შენახვის, მართვისა და ანალიზისთვის.

გეოინფორმაციული სისტემები რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

1. გეოინფორმაციული სისტემები
2. გეომონაცემთა ბაზები და პროგრამირება
3. ლანდშაფტების 3D მოდელირება
4. გამოყენებითი კარტოგარფიის და გეოდეზიის საფუძვლები (GIS-ის სპეციალისტებისა და საჯარო რეესტრის ავტორიზებული ამზომველი ორგანიზაციებისათვის).

ვინ შეიძლება შეისწავლოს GIS -ის პროგრამა? პირმა, რომელიც ფლობს:

** გეოგრაფიას
** კარტოგრაფიას
** ტოპოგრაფია-გეოდეზიას
** სხვა საბუნებისმეტყველო დარგებს
** არქიტექტურას
** ხაზვას
** პროგრამირებას
** მონაცემთა ბაზებს.

სად შეუძლია GIS-ის სპეციალისტს მუშაობა?

ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში, რომელთაც აქვთ სივრცით ინფორმაციასთან საქმე. კერძოდ:

** თავდაცვის სფეროში
** შინაგან საქმეთა უწყებებში
** საჯარო რეესტრში
** საჯარო რეესტრის ავტორიზებულ კერძო ამზომველ კომპანიებში
** მერის დაქვემდებარების უწყებებში
** ტურიზმის დეპარტამენტში
** თელასში
** თბილგაზში
** თბილისის წყალში
** არქიტექტურულ სამსახურებში
** სამშენებლო კომპანიებში
** სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებში
** სკოლებში
** მსხვილ კორპორაციებში (გაზისა და ნავთობის, ელექტროკავშირი და სხვა).

1. გეოინფორმაციული სისტემები ArcGIS:

** გაკვეთილი 1. ზოგადი საკითხები
** გაკვეთილი 2. გის-ის მონაცემთა სახეები
** გაკვეთილი 3. გის-ის ვექტორული თემატური ფენების დიგიტალიზაცია (აციფრვა)
** გაკვეთილი 4. მონაცემთა ატრიბუტული ცხრილეები
** გაკვეთილი 5. მონაცემთა მონიშვნა (Selection)
** გაკვეთილი 6. მონაცემთა ვიზუალიზაცია
** გაკვეთილი 7. წარწერებთან მუშაობა
** გაკვეთილი 8. ციფრული რუკის კომპოზიცია
** გაკვეთილი 9. სხვადასხვა ტიპის ციფრული რუკების გენერირება
** გაკვეთილი 10. სასარგებლო ინსტრუმენტები და უნარ-ჩვევები.

ლექცია შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისგან.

სწავლის ხანგრძლივობა 10 - 2 სთ-იანი ლექცია - 2 კაციან ჯგუფში - 700 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა 10 - 2 სთ-იანი ლექცია - 3-4 კაციან ჯგუფში - 600 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა 10 - 2 სთ-იანი ლექცია - 5-10 კაციან ჯგუფში - 500 ლარი.

2. გეომონაცემთა ბაზები და პროგრამირება (პროგრამირება ArcGIS-ის გარემოში):

** ArcGIS-ის დაპროგრამების საშუალებები (VBA) და ArcObjects-ის მოდელი (2 სთ)
** გეომონაცემების გამოყენება (მონაცემთა მწკრივები და ფენები. მათი ატრიბუტები, დამუშავება, გარდაქმნა და საკოორდინატო სისტემებთან მიბმა) (2-3 სთ)
** მონაცემთა გამოსახვა (2 სთ)
** ArcObjects-ის მოდელის გამოყენება გეომონაცემთა შესწავლისას (2 სთ)
** ოპერაციები ვექტორულ მონაცემებზე (1.5-2 სთ)
** ოპერაციები რასტრულ მონაცემებზე (1.5-2 სთ)
** ArcObjects-ის გამოყენება ადგილობრივი რუკების შექმნისას და სივრცული ინტერპოლაციის დროს (2-3 სთ).

სწავლის ხანგრძლივობა 7 - 2 სთ-იანი ლექცია - 2 კაციან ჯგუფში - 600 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა 7 - 2 სთ-იანი ლექცია - 3-4 კაციან ჯგუფში - 500 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა 7 - 2 სთ-იანი ლექცია - 5-10 კაციან ჯგუფში - 400 ლარი

3. ლანდშაფტების 3D მოდელირება (ArcGIS 3D Analyst - სამგანზომილებიანი გეოსაინფორმაციო სისტემა):

** ArcGIS 3D Analyst-ის შესაძლებლობები და გამოყენება (1 სთ)
** შესავალი კურსი (2 სთ)
** ზედაპირების სამგანზომილებიანი მოდელების (მაგ. TIN და DEM) შექმნა (2 სთ)
** სამგანზომლებიანი მონაცემების მართვა (2 სთ)
** ზედაპირების გამოსახვა (2 სთ)
** ზედაპირების ანალიზი (2 სთ)
** 3D ვიზუალიზაცია (2 სთ)
** 3D ანიმაცია (2 სთ).

სწავლის ხანგრძლივობა 7 - 2 სთ-იანი ლექცია - 2 კაციან ჯგუფში - 600 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა 7 - 2 სთ-იანი ლექცია - 3-4 კაციან ჯგუფში - 500 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა 7 - 2 სთ-იანი ლექცია - 5-10 კაციან ჯგუფში - 400 ლარი

4. გამოყენებითი კარტოგარფიის და გეოდეზიის საფუძვლები (GIS-ის სპეციალისტებისა და საჯარო რეესტრის ავტორიზებული ამზომველი ორგანიზაციებისათვის).

რუკა და მისი ელემენტები:

** ცნება რუკის შესახებ
** რუკების კლასიფიკაცია
** რუკის ელემენტები

რუკის მათემატიკური საფუძვლები:

** პროექციები
** მასშტაბი
** რუკის კომპოზიცია.

რუკის გეოდეზიური საფუძველი:

** დედამიწის ელიფსოიდი
** კოორდინატთა მსოფლიო გეოდეზიური სისტემა - WGS-84
** კოორდინატთა სისტემები
** სიმაღლეთა სისტემები
** რუკის ლეგენდა.

ტოპოგრაფიული რუკა და გეგმა:

** ტოპოგრაფიული რუკა
** თანამედროვე ტოპოგრაფიული რუკები
** ტოპოგრაფიული გეგმა
** საკადასტრო რუკა
** შენობა-ნაგებობების შიგა ნახაზები.

დამატებითი მასალა:

** რუკის გაფორმების ზოგიერთი საკითხი
** კარტოგარფიული გენერალიზაცია
** კარტოგრაფიული სახვითი საშუალებები.

სწავლის ხანგრძლივობა 5 - 1,5 სთ-იანი ლექცია - 2-კაციან ჯგუფში - 500ლარი
სწავლის ხანგრძლივობა 5 - 1,5 სთ-იანი ლექცია - 3-4 კაციან ჯგუფში - 400 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა 5 - 1,5 სთ-იანი ლექცია - 5-10 კაციან ჯგუფში - 300 ლარი.

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

კურსს უძღვება პროფესიონალი სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით! წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!

ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.

"ინტელექტ ცენტრს" მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება გააჩნია!

ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!

(იხილეთ ბმული: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 17 წლიან გამოცდილებას!

და გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე