პროფესიული ექსპრეს კურსი - კატეგორიების მართვა შესყიდვებში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროფესიული ექსპრეს კურსი - კატეგორიების მართვა შესყიდვებში
მომწოდებელი: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება - DWV
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
თანდართული ფაილი: 152437-dwv-course-cat.zip
"გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება" (DWV) არის "გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა" (DIHK) და "გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის" (AHK) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. იგი აერთიანებს გერმანულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართულ 170-მდე კომპანიას. DWV არის ფრანკფურტის გამოფენებისა და "სენიორ ექსპერტთა სერვისის" (SES) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

"გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება", შვეიცარულ კომპანია "Siegel Human Resource International"-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, გთავაზობთ ერთდღიან პროფესიულ ექსპრეს კურსს: კატეგორიების მართვა შესყიდვებში.

ექსპრეს კურსის ფარგლებში განხილული იქნება შესყიდვების კატეგორიების მართვა და მისი ძირითადი ამოცანები, შესყიდვების დაყოფა სამუშაო კატეგორიებად, ხარჯების ანალიზის ჩატარება ისტორიულ მონაცემებზე და სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით, ბაზრისა და რისკების ანალიზის ჩატარება, კატეგორიებისთვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიზნების განსაზღვრა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ექსპრეს კურსის ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა ტესტირების საფუძველზე.

ექსპრეს კურსს გაუძღვება შესყიდვების სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების კონსულტანტი, ბიზნეს ტრენერი, "Siegel HR"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში - თამარ ახსიაშვილი.

დრო: ორშაბათი, 2 ოქტომბერი, 10:00 საათი.
ადგილი: CTC - "Consulting and Training Center", ოთარ ჩხეიძის ქ. 5, 0177 თბილისი
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ტრენინგის პროგრამა და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 2017 წლის 25 სექტემბრამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/e9LJNIlETGQ2F7au1 ან მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: ketevan.kvlividze@georgien.ahk.de
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე