ექიმი ექოსკოპისტი - წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექიმი ექოსკოპისტი - წალკა
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 სექ / განახლდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან დღემდე წარმატებით ახორციელებს სრულიად საქართველოს მასშტაბით რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვას. ამჟამად ცენტრის გამგებლობაში იმყოფება 15 სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის არის წალკის სამედიცინო დაწესებულებაც, რომელიც აცხადებს ვაკანსიას ექიმი ექოსკოპისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: წალკა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1,500 ლარი (ხელზე) და შესრულებული სამუშაოს პროცენტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ექიმი ექოსკოპისტის პოზიციაზე
** სახელმწიფო სერთიფიკატი ექოსკოპისტის სპეციალობაში
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების და რეგულაციების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის შევსება და კონტროლი
** ფარისებრი ჯირკვლის, მეანობა-გინეკოლოგიის, მუცლის ღრუსა და საშარდი სისტემების ორგანოების, რბილი ქსოვილების ექოსკოპიის წარმოება
** ყოველთვიური რაპორტის წარმოება შესრულებული სამუშაოს შესახებ
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და დროულად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და სახელმწიფო სერთიფიკატი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.kiknavelidze@rhc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ექიმი ექოსკოპისტი".

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე