უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 სექ / განახლდა: 15 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტის სრულყოფილი შესწავლა;
** კლიენტების მოზიდვის ეფექტური გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება გაყიდვების გაზრდის მიზნით. შესაბამისი პროექტების ინიცირება მარკეტინგის გუნდისთვის;
** კლიენტების მიღება, კლიენტის სპეციფიური მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა;
** კომპანიის უპირატესობების დემონსტრირება, პრეზენტაციების წარმართვა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება, ხარისხიანი სერვისის მიწოდება.
** ხელშეკრულებების გაფორმება მოცემული შაბლონის საფუძველზე.
** ობიექტის ჩაბარება კლიენტისთვის და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი ბიზნეს ეთიკის ფარგლებში;
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინიციატივის გამოხატვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კვალიფიკაცია:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში. სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@monolit.ge 2017 წლის 30 სექტემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე