რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** განათლება: უმაღლესი
** სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება (შიდა და შემოსული ზარების პასუხი, პაციენტების ჩაწერა, კონსულტაცია)
** პაციენტების რეგისტრაცია, გადამისამართება სხვადასხვა განყოფილებებში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** სამედიცინო მანიპულაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
** პაციენტების მონაცემების პროგრამული მართვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სურათიანი CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: reproartclinic@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 13 ოქტომბრისა, ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 599 170246, 599 469649. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (რეგისტრატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე