ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.
ანაზღაურება: 1300-დან - 4000 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური რესურსების ოპტიმალურად გამოყენება;
** კომპანიის საბრუნავი საშუალებებისა და კრედიტების ეფექტური გამოყენება და კონტროლი;
** სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
** კრედიტორების კონტროლი;
** ხარჯების კონტროლი;
** საპროგნოზო ბალანსების, მოგება-ზარალებისა და ფულის მოძრაობის უწყისების შედგენა;
** ფინანსური ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფა;
** წარმოების კონტროლი რეალიზაციის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების ჯგუფის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით მოითხოვება MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა),
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული

კომპანიას აქვს როგორც წარმოება, ასევე დისტრიბუცია.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ელ-ფოსტაზე: cotnelaba@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე