მებაღე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: სასტუმრო Rooms თბილისი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 15 ოქტ
2012 წლიდან დღემდე, სასტუმრო "რუმსი" არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტი ქართული ტურიზმის განვითარებისთვის. მისი უნიკალური კონცეფციიდან გამომდინარე, "Rooms Hotels" არის პირველი და ერთად-ერთი Design Hotels™-ის წევრი საქართველოში.

"Rooms Hotel თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

განყოფილება: მებაღეობის დეპარტამენტი
მოახსენებს: დეპარტამენტის ხელმძღვანელს

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მებაღეობისადმი ინტერესი;
** მცენარეების მოვლის საფუძვლების ცოდნა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** დარგოს და მორწყას მცენარეები;
** მოუაროს გაზონს;
** დაიცვას მცენარეები სხვადასხვა მავნებლისა და დაავადებისაგან;
** უზრუნველყოს მცენარეები სასუქით;
** შეასრულოს ყველა დავალება ზედმიწევნით სიზუსტით;
** მუშაობის პროცესში შხამ-ქიმიკატები და ხელსაწყოები გამოიყენოს უსაფრთხოების წესების დაცვით;
** ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოეპყრას სამუშაო იარაღებს;
** უზრუნველყოს სხვადასხვა დანადგარისა და ხელსაწყოს სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** დაესწროს ყველა ტრენინგს, რომელიც ტარდება მებაღეობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, 2017 წლის 15 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე