ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო გურელი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
სასტუმრო "გურელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** მენეჯერის დავალებების შესრულება.

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (Booking-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

პირობები:

** 24 საათიანი გრაფიკი 4 დღეში ერთხელ.
** სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს კვებით.
** ხელფასი: 40 ლარი მორიგეობაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: l.elibashvili@hotelgureli.com. გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე