ტენდერი ნახანძრალი ტყის აღდგენის ღონისძ. ხელშეწყობაზე - ონი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ნახანძრალი ტყის აღდგენის ღონისძ. ხელშეწყობაზე - ონი
მომწოდებელი: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 26 სექ
"ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" კავკასიის ოფისი (WWF Caucasus PO), პროექტის: "საქართველოში უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს რაჭაში ონის სატყეო უბნის ნახანძრალი ტყის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობისათვის.

ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, "WWF კავკასია" შეარჩევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციას ან კომპანიას. დამატებითი დეტალები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ტექნიკურ დავალებაში.

აღნიშნული სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდეს იმავე წლის დეკემბერში.

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

** ინფორმაცია კომპანიის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის თაობაზე, ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად
** სამუშაოებისა და მასალების აღწერა
** მომსახურების მთლიანი ფასი, მუშახელის, მასალების, ტრანსპორტირების, სერვისის, გადასახადებისა და ყველა სხვა კომპონენტის ჩათვლით.

გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და WWF-ის სატენდერო კომისიის კრიტერიუმების საფუძველზე.

კანდიდატების საყურადღებოდ:

კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადი წარმოადგინონ ერთ ან ორივე ლოტზე.

კანდიდატებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ და შემოთავაზებები წარმოადგინონ ზაალ გამცემლიძესთან (პროექტის კოორდინატორი): zgamtsamlidze@wwfcaucasus.org. განაცხადი ასევე წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზეც: nmeskhoradze@wwfcaucasus.org (ქ-ნი ნანა მესხორაძე - WWFCauPO)

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 26 სექტემბერი, 2017 წელი.

ტექნიკური დავალება:

ონის სატყეო უბანი, 50
გამოსატანია წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსი საორიენტაციო მოცულობით 1000 მ3.
კვარტალი: 50
გამოსატანი, მ3: 1000

სამოქმედო ტერიტორია წარმოადგენს 2010 წელს ნახანძრალ ტყეს, რომელიც მდებარეობს მთის ფერდობის ორ მხარეზე, სადაც ხანძრის შედეგად დაგროვებულია წიწვოვანი სახეობის (ნაძვი, სოჭი) ძირნაყარი ხე-ტყე. ტყეკაფში მისასვლელი გზა წარმოადგენს ფეხით სასიარულო ბილიკს, რომელიც მიუყვება 30-35 გრადუსი დაქანების ფერდობს. საშუალო მანძილი ტყეკაფიდან გამოტანილი ხე-ტყის დასაწყობების ადგილამდე არის დაახლოებით 2 კმ. ს. გლოლის მიმდებარედ.

გასაწევი მომსახურების აღწერა:

ა) ფართობზე გაფანტული ძირნაყარი ხე-ტყის ამიზიდვა ჯალამბრების მეშვეობით.
ბ) შოლტის ჩამოთრევა ჯალამბრებით სპეციალურად შერჩეულ ადგილზე.
გ) შოლტის დამორვა ბენზოხერხით: ძირზე დარჩენილი ღეროს ნაწილის მოჭრა-შესწორება, შოლტზე გადასაჭრელი ღეროს ნაწილის მოჭრა-შესწორება, შოლტზე გადასაჭრელი ადგილის მონიშვნა და მოჭრა.
დ) ხე-ტყის დახარისხება და დაშტაბელება ზედა საწყობში, რაც მოიცავს შოლტის მიგორებას, დახარისხებას სიგრძისა და ხარისხის მიხედვით, გადაჭრას სატრანსპორტო საშუალებებზე დასატვირთად. გადაჭრილი მორების ხელმეორედ დახარისხება სიგრძისა და ხარისხის მიხედვით.
ე) ხე-ტყის დატვირთვა ტრანსპორტზე, ტრანსპორტირება ხე-ტყის საბოლოო დასაწყობების ადგილამდე და გადმოტვირთვა.
ვ) მიმწოდებელმა გამოტანილი და დახარისხებული მერქნული რესურსი უნდა დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ან ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ მითითებულ ადგილას.
ზ) მიმწოდებელმა გამოტანილი და დახარისხებული მერქნული რესურსი, ხე-ტყის საბოლოო დასაწყობების ადგილზე ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მითითების მიხედვით, დაალაგოს შტაბელებად.

მიმწოდებლის ვალდებულება:

ა) ტყეკაფზე ხე-ტყის გატანის შედეგად მიღებული ნარჩენები განათავსოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით გაწმინდოს ქვეტყისაგან ის ადგილები, რომლებიც ინტენსიურადაა დაფარული და გაწმენდის ადგილები მოიჩიჩქნოს.
გ) მომსახურების გაწევისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით (მ.შ. უსაფრთხოების ნორმები) დადგენილი მოთხოვნები.

საჭირო კვალიფიკაცია და ტექნიკური შესაძლებლობები:

ხე-ტყის დამამზადებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 ან/და მეტი სამუშაო ჯგუფი. თითოეული სამუშაო ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 6 ადამიანისაგან, მათ შორის ერთი დიპლომირებული მეტყევე სპეციალისტი.

თითოეული ჯგუფისათვის საჭირო მინიმალური ტექნიკა:

1. მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანა (საბოლოო დასაწყობების ადგილამდე მორების გამოსაზიდად) - 1 ცალი.
2. ამწე - 1 ცალი.
3. სპეც/ტექნიკა (ჯალამბრები ან სხვა ტექნიკური საშუალება) მორების გამოსათრევად - 2 ცალი.
4. ბენზო ხერხი - 2 ცალი.
5. ბენზო ცელი - 1 ცალი.
6. თოხი - 3 ცალი.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე