ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ჯიპისი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
სს "ჯიპისი" წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ერთ-ერთ ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.
"ჯიპისი" გამოირჩევა როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი. იგი ორიენტირებულია განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელთა მიზანია საზოგადოების ჩართვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში და მრავალფეროვანი საშუალებებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. "ჯიპისი" ცდილობს სრულად უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის მოთხოვნები, ამიტომაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამკურნალო საშუალებების დისტრიბუციით და ყოველდღიურად აფართოვებს თავისი საქმიანობის არეალს.

ამჟამად "ჯიპისი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

სამუშო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
** დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
** სადაზღვევო რეცეპტების მომსახურება;
** ბუღალტრული და შიდა დოკუმენტაციის წარმოება;
** სალაროს წარმოება;
** მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება და შეკვეთების გაკეთება.

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად და თქვენი წვლილი შეიტანოთ მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე