დაცვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დაცვა
მომწოდებელი: ჯიპისი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
სს "ჯიპისი" წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ერთ-ერთ ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.
"ჯიპისი" გამოირჩევა როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი. იგი ორიენტირებულია განახორციელოს პროექტები, რომელთა მიზანია საზოგადოების ჩართვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში და მრავალფეროვანი საშუალებებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. "ჯიპისი" ცდილობს სრულად უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის მოთხოვნები, ამიტომაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამკურნალო საშუალებების დისტრიბუციით და ყოველდღიურად აფართოვებს თავისი საქმიანობის არეალს.

ამჟამად "ჯიპისი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 330 ლარი

მოვალეობები:

** ობიექტის დაცვა;
** აფთიაქის დარბაზში პროდუქციის მეთვალყურეობა;
** კამერების მეშვეობით ობიექტის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 23-დან 40 წლამდე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და აკურატულობა;
** ოპერატიულობა და აქტიურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სანდოობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: gia.gulagashvili@gepha.com და შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების წესით თბილისში, "ჯიპისი"-ს სათავო ოფისში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე