მხარდაჭერის კონსულტანტი, ასისტენტი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მხარდაჭერის კონსულტანტი, ასისტენტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ბიდიო სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 13 სექ / განახლდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 27 სექ
კომპანია "ბიდიო სოლუშენსი" კომპანია BDO-ს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაა, რომელსაც ბაზარზე ყოფნის 12 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. BDO Solutions-ი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP-ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://bdosolutions.ge/

კომპანია "BDO Solutions" აცხადებს 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.

1. მხარდაჭერის კონსულტანტი (სტაჟიორი), მხარდაჭერისა და სტანდარტული სერვისების განყოფილება

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. თარხნიშვილის ქ. #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: აღწერა: სრული განაკვეთი, 09:000 - 18:00, ერთი საათი შესვენება

ფუნქცია/მოვალეობები:

** ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
** კლიენტებისგან შემოსული ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მიღება
** მიღებული ინფორმაციის დამუშავება და კონსულტაციის გაწევა
** მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკის, ფინანსების განხრით, (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც);
** სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** ACCA - ის სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
** რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი და კეთილგანწყობილი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

2. ასისტენტი (სტაჟიორი), პროდუქტების წარმოების განყოფილება

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. თარხნიშვილის ქ. #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: აღწერა
სრული განაკვეთი, 09:000 - 18:00, ერთი საათი შესვენება

სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კადრი დასაქმდება კომპანიაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

** პროგრამის ფუნქციონალური ტესტირება
** პროგრამული შეცდომების რეგისტრაცია და დიაგნოსტიკა
** პროგრამის არსებული ფუნქციონალობის დახვეწის ინიცირება
** პროგრამის ტექსტური და აუდიო დოკუმენტაციის მომზადება
** სხვადასხვა პროგრამების მოკვლევა და ანალიზი (მათ შორის უცხოენოვანი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით ან მეოთხე კურსის სტუდენტი ამავე განხრით
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** ინფორმაციის მოკლე დროში ათვისების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პრობლემის გადაჭრის უნარი
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge და ვაკანსიის დასახელებაში მიუთითოთ სასურველი პოზიციის სრული დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27.09.2017.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე