რეგიონული განვითარების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული განვითარების ექსპერტი
მომწოდებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 სექ / განახლდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს ვაკანსიას რეგიონული განვითარების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2 წელი
სამუშაოს განაკვეთი: ნახევარი შტატი (50%)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.ctc.org.ge

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ:

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ევროკავშირის დაფინანსებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (PIN, IOD), იწყებს 2 წლიან პროექტს - "რეგიონების განვითარება მდგრადი განვითარებისთვის". პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების ზრდას; შეიმუშაოს დაინტერესებულ მხარეთა შორის ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პარტნიორობის მოდელები რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის.

მიზნის მისაღწევად პროექტი 4 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების კოორდინაცია/კომუნიკაციის ხელშეწყობა (1); აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის ზრდა (2); დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობების განვითარება ევროპული გამოცდილებების გათვალისწინებით (3); საგრანტო კომპონენტის მეშვეობით, რეგიონული აკადემიური სასწავლებლების ჩართვა, ქვეყნის სწრაფი ურბანული და რეგიონული განვითარების საკითხებზე გამოყენებითი კვლევების და ალტერნატიული ხედვების შემუშავებაში (4).

რეგიონული განვითარების ექსპერტის ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ფარგლებში, რეგიონული განვითარების საკითხებზე დაგეგმილი კვლევების ხარისხის უზრუნველყოფა;
** კვლევების მომსახურების შესყიდვასთან და კვლევით ქვეგრანტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა (TOR-ი, სახელმძღვანელო ინსტრუქცია, წარმოდგენილი საგრანტო განაცხადების შეფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და სხვა);
** კვლევების მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი და მენტორინგი;
** კვლევების შედეგებზე, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და დიალოგი;
** პროექტის სხვადასხვა აქტივობებში (კონფერენცია, სემინარი და სხვა) მონაწილეობა;
** შესაბამისი მიმართულებით პროექტის ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** შესაბამისი მიმართულებით პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის ხარისხი)
** რეგიონული განვითარების საკითხებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** კვლევების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია რეგიონული განვითარების სფეროში);
** კონსულტირების და მენტორინგის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
** აკადემიური/გამართული წერის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი

დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოგზავნოს:

** CV (რეზიუმე);
** სამოტივაციო წერილი, სადაც მოკლედ უნდა დაასაბუთოთ თქვენი კანდიდატურის უპირატესობა და მიუთითოთ 2 რეკომენდატორი (ტელეფონი ან ელ. ფოსტის მისამართი)

მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: ctc@ctc.org.ge | vacancy@ctc.org.ge და thea.kekelia@ctc.org.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონული განვითარების ექსპერტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 სექტემბერი, 18:00 სთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე