საოპერაციო რისკების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო რისკების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 27 სექ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს საოპერაციო რისკების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
განსაკუთრებული მინიშნება: დასაქმებულს მოუწევს რეგიონებში მოკლევადიანი მივლინებების განხორციელება

ძირითადი მოვალეობები:

** მონიტორინგის ჩატარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მონიტორინგის პროცესში გუნდის ხელმძღვანელობა;
** მონიტორინგის პროცესის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეტყობინების გაგზავნა ხელმძღვანელთა მონიტორინგის დაწყების შესახებ, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა, საჭირო რეპორტების გამოთხოვა/ანალიზი და სხვა);
** მონიტორინგის პროცესში შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან გასაუბრებების ჩატარება და საოპერაციო პროცესებზე დაკვირვება;
** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი რისკ-ინციდენტების, დარღვევების შესწავლა და გამომწვევი მიზეზები დადგენა;
** მონიტორინგის შედეგების განხილვა ბიზნეს ერთეულის ხელმძღვანელებთან;
** მონიტორინგის შედეგების რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
** პრიორიტეტულია ჯანდაცვის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა საოპერაციო რისკების მართვის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების შემუშავების გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია საოპერაციო რისკების იდენტიფიცირებისა და ანალიზის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია მსხვილ აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 სექტემბერი, 2017.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/saoperacio-riskebis-ufrosi-specialisti-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე