აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 13 სექ / განახლდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროცესინგის განყოფილებაში.

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ოპერაციების ჩატარება პროცესინგის პროგრამულ მოდულებში
** ბანკის სხვადასხვა პროგრამების ტექნიკური უზრუნველყოფა
** პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის უზრუნველყოფა
** ურთიერთობის დამყარება სხვადასხვ ა ტექნიკური უზრუნველყოგის სამსახურებთან და მომწოდებლებთან
** ახალი უნარ-ჩვევების განვითარევა და კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით რეგულარულად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
** მსგავს პოზიციაზე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
** თანამედროვე სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის ცოდნა
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, პუნქტუალური
** გუნდური მუშაობის უნარი, სხარტი აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სასურველი:

** პროგრამირების ენა C, C++-ის, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სტანდარტული ინსტრუმენტების (PL/SQL Developer, SQL Plus, SQL Management Studio და სხვა), SQL, PL/SQL და T-SQL ცოდნა
** HP-UX , Windows , linux ოპერაციული სისტემის ზოგადი ცოდნა
** პლასტიკური ბარათების ბიზნესის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ. ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 სექტემბერი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე