შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 22 სექ
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვის მოთხოვნის მიღება და შესყიდვის პროცესის დაწყება;
** შესყიდვის მოთხოვნაში აღნიშნული საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მახასიათებლების დამატებითი შეთანხმება დამკვეთ სამსახურთან საჭიროებისამებრ;
** ახალი ნომენკლატურის შექმნაში მონაწილეობა;
** მონაწილეობა მიმწოდებლების ბაზრის კვლევასა და ალტერნატიული შემოთავაზებების მოძიებაში;
** შესყიდვის პროცესში დანაზოგის იდენტიფიცირება და განხორციელება; შესაბამისი ანგარიშგება;
** შესყიდვის პროცესთან დაკავშირებულ პირებთან/სამსახურებთან ერთად მუშაობა/კომუნიკაცია შესყიდვის სწორად და ხარისხიანად შესასრულებლად;
** მიმწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება შესყიდვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე;
** შესყიდვის ხელშეკრულებების მომზადება, მათი ავტორიზაციის უზრუნველყოფა, ხოლო მხარეების ხელმოწერის შემდეგ ხელშეკრულების პირობების სწორად განხორციელების კონტროლი;
** მომწოდებლებთან შეკვეთის მომზადება, გაგზავნა და საქონლის/მომსახურების მოწოდების კონტროლი;
** მომწოდებლებთან პრობლემურ საკითხებზე ურთიერთობა და დროული რეაგირება, საჭიროებისამებრ საკითხ(ებ)ის ესკალაცია დეპარტამენტის უფროსთან, იურიდიულ დეპარტამენტთან და დამკვეთი სამსახურების ხელმძღვანელებთან;
** იმპორტირებული საქონლის განბაჟების პროცედურის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ტვირთის საბაჟოდან ტრანსპორტირების ორგანიზება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა დეპარტამენტის უფროსისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების და ლოგისტიკის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
** ERP-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების ჩატარების უნარი;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული
** კეთილსინდისიერება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2017 წლის 22 სექტემბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე