დღის/ღამის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დღის/ღამის კონსულტანტი
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, გორი, რუსთავი, მცხეთა და ქუთაისი მარაგდება.

კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს მაღაზიის თანამშრომლების (წერეთლის ქ. №11, ქერჩის ქ. №1) დღის/ღამის კონსულტანტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველი ასაკი: 18 - დან 38 წელი
** განათლება: საშუალო/უმაღლესი
** კომპიუტერთან მუშაობის მარტივი უნარ-ჩვევები
** ენების ცოდნა: ქართული (უცხო ენა ჩაითვლება უპირატესად)

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლიანი;
** საქმეზე ორიენტირებული;
** ენერგიული;

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციაში არსებული მომსახურების სტანდარტებისა და ინსტრუქციების დაცვა;
** მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ვადების, ფასმაჩვენებლებისა და პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და კონსულტაციების გაწევა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა;
** პროდუქციის თაროებზე განლაგება /დალაგება;
** ფილიალში (მაღაზია) სისუფთავეზე ზრუნვა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება: ქსელური (სასურსათო) ტიპის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ანაზღაურება:

** სტაჟირება (ანაზღაურების გარეშე - 3-5 სამუშაო დღე);
** საგამოცდო პერიოდი (ანაზღაურდება);
** სრული შტატის თანამშრომელი (მზარდი ხელფასი / ბონუსი);

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე bendelianigocha@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის ტექსტის დასახელება.

კომპანია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე