ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნოლოგი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ
საკონდიტრო ფაბრიკა "ჯორჯიან ბეიქერს" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება კვების პროდუქტების ტექნოლოგიის განხრით აუცილებელია.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო საწარმოებში) აუცილებელი მოთხოვნაა.
** კვების პროდუქტების საწარმოო ხაზებთან მუშაობის გამოცდილების ქონა
** ტექნოლოგიური ბარათების (პასპორტების) წარმოების გამოცდილება
** ქიმიური პროცესების და ელემენტების მაღალ დონეზე ცოდნა
** ლაბორატორიული პროცედურების და ხელსაწყოების მაღალ დონეზე ცოდნა
** საქართველოში მოქმედი სტანდარტების და სხვა სახის ნორმატივების კარგად ცოდნა
** თანამშრომელთა გუნდის მართვის უნარი
** ახალი პროდუქტების შექმნის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
** მინიმუმ 1 უცხო ენის კარგად ცოდნა
** შრომისუნარიონობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა აუცილებელი თვისებებია.

მოვალეობები:

** საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხობრივი კონტროლი
** საწარმოო პროცესის კონტროლი ყველა მონაკვეთზე შესაბამისი ჩანაწერების გზით
** ტექნოლოგიური პროცესების რევიზია და ხელახლა ფორმირება
** ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა
** კალკულაციები, ტექნოლოგიური ბარათები, რეცეპტურები, კალორიულობა და სხვა მაჩვენებლების წარმოება.
** ახალ ტექნოლოგიებზე და რეცეპტებზე მუშაობა
** ახალი პროდუქტების და კატეგორიების შექმნა
** ლაბორატორიული გამოცდის ოქმების წარმოება
** ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** საწარმოს გუნდის ტრენინგი და გადამზადება საჭიროების შემთხვევაში
** მენეჯმენტთან და მარკეტინგთან მჭირდო თანამშრომლობა უკუკავშირის და ახალი პროდუქტების შექმნის ნაწილში.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე დანამატებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@georgianbakers.com და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე