პროგრამისტი, ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამისტი, ანალიტიკოსი
მომწოდებელი: AzRy
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 26 სექ
კომპანია "AzRy" (www.azry.com) ეძებს დეველოპმენტ გუნდის ახალ წევრს - პროგრამული უზრუნველყოფის ანალიტიკოსს (Software Analyst), რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება პროგრამული სისტემების შექმნის პროცესში მონაწილეობა (მოთხოვნების შეგროვება/ანალიზი, არსებული და შესაქმნელი პროდუქტების ტესტირება და დოკუმენტირება).

ვიწვევთ ნებისმიერ მოტივირებულ, ორგანიზებულ და რაც მთავარია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოებულ ადამიანს, რომელსაც იზიდავს პროგრამული და აპარატურული პროდუქტების შექმნის კრეატიული პროცესი. კანდიდატი მზად უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში სიახლეების და ინოვაციების ათვისებისთვის, წამოჭრილი არატრივიალური პრობლემების გადაჭრისთვის; მოკლედ რომ ვთქვათ, საინტერესო სამუშაოსთვის.

გუნდის ახალი წევრის არჩევისას დაფასდება პროგრამული პროდუქტების შექმნის, დანერგვის ან ექსპლუატაციის გამოცდილება. კანდიდატს უნდა შეეძლოს აზრების წერილობით ფორმით (ქართულ და ინგლისურ ენებზე), სტრუქტურიზებულად და ლოგიკურად გადმოცემა.

გთხოვთ, სცადოთ და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: jobs@azry.com 2017 წლის 26 სექტემბრამდე. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "Software Analyst".

გასაუბრებები გაიმართება 25 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.

---

"AzRy" აცხადებს ვაკანსიებს C/C++ პროგრამისტის და Java EE პროგრამისტის/უფროსი პროგრამისტის თანამდებობებზე.

იხილეთ სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე