ლოჯისტიკის მენეჯერი, შოურუმის გაყიდვების კონსულტანტ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი, შოურუმის გაყიდვების კონსულტანტ-მენეჯერი
მომწოდებელი: Index
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
"INDEX" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ლოჯისტიკის მენეჯერი

კომპანიის შესახებ:

შპს INDEX GROUP დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს ევროპის საუკეთესო და წამყვან ბრენდებს. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა (ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები).

სამუშაოს აღწერილობა:

** ლოჯისტიკასთან, ტვირთის ტრანსპორტირებასთან და განბაჟებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება;
** ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანიებთან, მოლაპარაკებების წარმოება, შეკვეთების გაფორმება;
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი; გადაზიდვის სრული ციკლის კოორდინაცია;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების კონტროლი, ვადების კონტროლი და მკაცრი დაცვა;
** საბაჟო პროცედურების ჩატარება, დოკუმენტაციის წარმოება;
** მიღებული მატერიალური ფასეულობების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** შიდა ტრანსპორტირების ორგანიზება; დამკვეთისადმი ტვირთის დროული მიწოდება და გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე;
** საწყობში მარაგების აღრიცხვა და განაწილების კონტროლი;
** კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; კორესპონდენციის წარმოება ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** ახალი პარტნიორების მოძიება საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულებით
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების ჯეროვნად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა სავალდებულოა
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაციის, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
** კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფი აზროვნების უნარი.

სავალდებულოა: ტექნიკურად გამართული ავტომობილის ყოლა; საწვავს ხარჯის ანაზღაურება ხდება კომპანიის მიერ.

2. შოურუმის გაყიდვების კონსულტანტ-მენეჯერი

კომპანიის შესახებ:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25-40 წელი;
** უმაღლესი განათლება
** მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება;
** პრეზენტაციისა, კონსულტაციის გაწევის და ინფორმაციის სწორი მიწოდების უნარი.
** დარწმუნების უნარი.
** რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა: როგორც მეტყველება, ასევე წერა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიზაინის, ინტერიერის, ავეჯის და განათების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრივილეგიად.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** სასიამოვნო, კრეატიული გარეგნობის მამაკაცი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** კომუნიკაბელური და კოლეგიალური
** განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალოდ კლიენტებთან მუშაობა.
** კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება, კონსულტაციის გაწევა.
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და მათი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა-ცოდნა;
** მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა;
** შეკვეთების მიღება, მომზადება და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება.

სამუშაო პირობები:

** ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კაპიტალით.
** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს
** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** მზარდ ანაზღაურებას
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა
** ახალგაზრდული და აქტიური სამუშაო გარემო

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge

სავალდებულოა: "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ლოჯისტიკის მენეჯერი ან შოურუმის გაყიდვების კონსულტანტ-მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე