სუპერვაიზერი დისტრიბუციაში - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სუპერვაიზერი დისტრიბუციაში - ბათუმი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

ბათუმის ფილიალში ცხადდება ვაკანსია დისტრიბუციაში სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო რგოლის მართვა;
** დისტრიბუტორებისთვის ყოველდღიური გრაფიკის შედგენა და კონტროლი;
** პასუხისმგებლობა რეგიონში ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შესრულებაზე;
** ყოველდღიური გაყიდვების ანგარიშის წარდგენა დისტრიბუციის უფროსთან/ფილიალის ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადი ვებ-გვერდზე: http://career.adelante.ge/Job/196? 2017 წლის 11 თებერვლის ჩათვლით.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება. იჩქარეთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე