ფინანსური მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: MCI Group
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 5 თებ
ბიზნეს საკონსულტაციო-საინვესტიციო კომპანია "MCI Group" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის ბიუჯეტირება. ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი, რეპორტინგი;
** ბუღალტრული და ფინანსური მონაცემების, ინფორმაციის დამუშავება და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;
** აწარმოოს კომპანიის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგება; მოამზადოს ანგარიშგებები უშუალო ხელმძღვანელისთვის; ორიენტაცია იქონიოს ხარჯების ოპტიმიზაცისა და შემოსავლების ზრდაზე
** კომპანიის ფინანსურ პარტნიორებთან ურთიერთობა. გააკონტროლოს: კომპანიის ბანკებთან ურთიერთობა, ნაღდი ფულის დაგეგმვა და გადანაწილება კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე. მართოს: დებიტორები და კრედიტორები, ინვენტარი, ყველა ძირითადი საშუალება.
** აწარმოოს კომპანიის ფინანსური პროცესებისა და შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესება, მართოს და აქტიურად შეაფასოს ფინანსური რისკები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამ) წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: m.zarnadze@mci.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე