საწყობის გამგე, 1C-ის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის გამგე, 1C-ის ოპერატორი
მომწოდებელი: კნაუფ გიპს თბილისი
გამოქვეყნდა: 12 იან / განახლდა: 12 იან / ბოლო ვადა: 31 იან
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის, "კნაუფის" საქართველოს წარმომადგენლობა - შპს "კნაუფ გიპს თბილისი" აცხადებს თანამშრომელთა მიღებას ორ ვაკანტურ თანამდებობაზე:

1. საწყობის გამგე

ფუნქცია-მოვალეობები:

** დასაწყობებული საქონლის შენახვის უზრუნველყოფა;
** საქონლის შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფა;
** მისაღები საქონლის დასაწყობებისთვის განკუთვნილი ადგილის მომზადება;
** კომპანიაში მოქმედი შრომისა და უსაფრთხოების წესების დაცვით დატვირთვა-გადმოტვირთის სამუშაოების შესრულება;
** კომპანიის გაყიდვების მენეჯერთა მითითებების შესაბამისად გასაყიდი საქონლის დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
** სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვა;
** საქონლის მიღება-გატანისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;
** დადგენილი ფორმით ანგარიშების შედგენა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, 1C-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო პროცესის კონტროლი;
** ავტომტვირთავის ტარების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი.

2. 1C-ის ოპერატორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ კლიენტების ბაზებთან მუშაობა
** შეკვეთების მიღება-დამუშავება
** მუშაობა 1C:საწარმო 8.2.IBS ERP რედაქცია 2.0-ში
** სასაქონლო ზედნადებების შევსება და გამოწერა
** საჭირო ანგარიშების შედგენა
** თანამშრომლობა კომპანიის შიდა განყოფილებებთან.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მითითებულ ან/და მსგავს პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** MS Office-სა და 1C-ის პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancies@knauf.ge 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე