ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 18 იან
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადვოკატირება ბავშვების და ახალგაზრდების დასაცავად" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას "თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის" ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი მუტიდისციპლინარული გუნდი მოსახურებას უწევს ძალადობის და უგულებელყოფის მსხვერპლ/რისკის ჯგუფის ბავშვებს და ახალგაზრდებს.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,
ვაკანსიის რაოდენობა: 1ვაკანსია
სამუშაო დატვირთვა: საშუალოდ 50%-70% დატვირთვა სამუშაო კვირის განმავლობაში, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.

ფსიქოლოგის ძირითადი მოვალეობები: თბილისის ბავშვთა ადვოკატირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის - ძალადობის, მათ შორის ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ახალგაზრდების ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მომსახურების მიწოდება ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაცია-თერაპიის მეშვეობით. ფსიქოლოგი არის ადვოკატირების ცენტრის მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი, რაც გულისხმობს გუნდურ მუშაობას ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის, ძალადობის ფორმის იდენტიფიცირების, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და სამართლებრივი გზით მსხვერპლის უფლებათა დაცვის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განთლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, სასურველია ბავშვზე ძალადობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება და/ან ამ თემაზე შესაბამისი ცოდნის ფლობა
** ბავშვის და მოზარდის განვითარების და მათი ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** ბავშვის უფლებებზე და საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დაგეგმვის, ორგანიზების და პროცედურების დაცვის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი
** ორგანიზაციის/გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** გამართული მეტყველება და წერითი უნარ- ჩვევები
** ინგლისური ენის ცოდნა
** ზრდისა და განვითარებისკენ სწრაფვა

შერჩევის კრიტერიუმები და ეტაპები:

** კანდიდატი შეირჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით
** შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: მიღებული განაცხადების შესწავლა და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
** სამუშაოდ აყვანილი პირი გაივლის სპეციალურ მომზადებას (ტრენინგს)
** კონტრაქტის ხანგრძლივობა - ერთი წელი, ხელშეკრულების გაგრძელების პერსპექტივით, რაც დაეფუძნება ფსიქოლოგის მუშაობის ხარისხს და ეფექტურობას
** გასაუბრებაზე მოწვევა მოხდება 23 იანვრის კვირაში

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 18 იანვარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ მისამართზე: info@phf.org.ge (რომელიც შეიცავს მინიმუმ ორი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას). გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

სამუშაო პირობები: სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი გთავაზობთ:

** საინტერსო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და პირობებს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-საიტი: http://www.phf.org.ge

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე