ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 18 იან
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადვოკატირება ბავშვების და ახალგაზრდების დასაცავად" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერის პოზიციაზე.

ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 მომსახურებას უწევს ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც რეკავენ თავიანთი პრობლემების გასაზიარებლად. ბავშვთა დახმარების ხაზი ასევე დახმარებას უწევს მოზრდილებს - მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი. ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 არის თბილისის ბავშვებისა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის შემადგენელი ნაწილი. თბილისის ბავშვებისა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის მულტიდისციპლინარული გუნდი მომსახურებას უწევს ძალადობის და უგულებელყოფის მსხვერპლ/რისკის ჯგუფის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე. მომსახურება უფასოა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1 ვაკანსია
სამუშაო დატვირთვა: 70% კვირაში, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.

ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

** ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერის ძირითადი მიზანია ბავშვთა დახმარების ხაზის ცნობადობის გაზრდა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** ახალი მედიის და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით ბავშვთა დახმარების ხაზის ცნობადობის გაზრდა
** ბავშვთა დახმარების ხაზის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ბავშვთა დახმარების ხაზის ოპერატორების სუპერვიზია
** პროექტით გათვალისწინებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის
** საქმიანობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
** პროექტის ასოცირებულ პარტნიორთან "Child Helpline International" - თან პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით ურთიერთობა
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისთვის და პროექტის დირექტორისთვის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერის პოზიციაზე, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** ახალი მედიის გამოყენების და საზოგადებასთან კომუნიკაციის გამოცდილება
** საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე მიმართული საქმიანობების განხორციელების გამოცდილება
** ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია ბავშვზე ძალადობის საკითხებზე შესაბამისი ცოდნის ფლობა
** სასურველია ბავშვის უფლებებზე და საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი
** დაგეგმვის, ორგანიზების და პროცედურების დაცვის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი
** ორგანიზაციის/გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** გამართული მეტყველება და წერითი უნარ- ჩვევები
** ინგლისური ენის ცოდნა
** ზრდისა და განვითარებისკენ სწრაფვა

შერჩევის კრიტერიუმები და ეტაპები:

** კანდიდატი შეირჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით
** შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: მიღებული CV-ის შერჩევა და გასაუბრება
** გასაუბრებაზე მოწვევა მოხდება 23 იანვრის კვირაში

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს მინიმუმ ორი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) შემდეგ მისამართზე: info@phf.org.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 18 იანვარი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და პირობებს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-საიტი: http://www.phf.org.ge

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე