ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 25 იან
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებეში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00. შაბათი - ნახევარი განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის ყოველკვარტალური, ყოველთვიური ბიუჯეტირება
** ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება, რეპორტინგი
** გაყიდვების მიმართულების მიერ მომზადებული გაყიდვების გეგმების კონტროლი
** ყოველდღიური, ყოველთვიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოების ზედამხედველობა, კონტროლი
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის კარგი ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მოწესრიგებული და პუნქტუალური
** ორგანიზებულობა
** ანალიტიკური უნარი
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნაი
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ფინანსური ეფექტიანობის უზრუნველყოფის მენეჯერი)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე